ავტო დაზღვევა
პსპ დაზღვევა გთავაზობთ თქვენი და თქვენი კომპანიის ავტომობილების დაზღვევას, ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული სადაზღვევო პირობებით.
თქვენთვის სასურველი სადაზღვევო პაკეტის შერჩევაში დაგეხმარებიან პროფესიონალი ავტო-დაზღვევის მენეჯერები, რათა ზუსტად განსაზღვროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი რისკების დაზღვევა.
დაზღვევას ექვემდებარება:
- მსუბუქი ავტომობილები;
- მაღალი გამავლობის ავტომობილები;
- სატვირთო ავტომობილები;
- სადისტრიბუციო ავტომობილები.
დაზღვევა მოიცავს:
- ავტომობილის დაზიანებას მძღოლის ბრალეულობის გარეშე ავარიის შედეგად;
- ავტომობილის დაზიანებას ხანძრის/აფეთქების, საგნის დაცემის შედეგად;
- მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ვანდალიზმს;
- ავტომობილის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობას;
- ავტომობილის დაზიანებას სტიქიის შედეგად (სეტყვის ჩათვლით);
- ავტომობილის დაზიანება მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად;
- ავტომობილის დაზიანება ფორს-მაჟორის შედეგად (საომარი მოქმედებები, გაფიცვა, მანიფესტაცია, საბოტაჟი, რევოლუცია და ა.შ).
პსპ დაზღვევის უპირატესობები:
- უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა;
- 5 წლამდე ავტომობილების მომსახურება ხორციელდება მარკა/მოდელის შესაბამის სპეციალიზებულ ავტოცენტრებში;
- ევაკუატორის უფასო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით სადაზღვევო შემთხვევისას;
- გარე აქსესუარების დაზღვევა;
- როგორც ფრანშიზიანი, ასევე უფრანშიზო პირობით დაზღვევა;
- ფორს-მაჟორული რისკების დაზღვევა ;
- SOS ASSISTANCE გზებზე - საწვავის მიწოდების, საბურავის შეკეთების/გამოცვლის, ავტომობილის დაქოქვის და ა.შ მომსახურება თბილისის მასშტაბით და თბილისიდან 25 კმ-ის რადიუსში;
- ავტომობილის საბაზრო ფასით დაზღვევის შემთხვევაში ზარალის კალკულაციისას არ გამოიყენება ცვეთის ნორმა;
- ზარალის ანაზღაურების ყველაზე მოქნილი და ოპერატიული პროცედურა - არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 18 55 55